შემოწმების გავლის შემთხვევაში საცურაო აუზები და სპორტდარბაზები მუშაობას დაიწყებს

პუბლიკა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საცურაო აუზებისა და სპორტული დარბაზების მუშაობა აღდგება მას შემდეგ, რაც მათ შრომის ინსპექცია შეამოწმებს. ამის შესახებ დღეს ბრიფინგზე პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

„დღევანდელი გადაწყვეტილებით, საცურაო აუზები და სპორტდარბაზები დაიწყებენ ფუნქციონირებას მას შემდეგ, რაც ისინი გაივლიან შრომის ინსპექციის კონკრეტულ შემოწმებას.

შრომის ინსპექცია უახლოეს პერიოდში გამოაქვეყნებს იმ რეგულაციებს, რა რეგულაციებიც იარსებებს ამ ორგანიზაციებისთვის. ეს არ იქნება მათთვის სიახლე, ვინაიდან, დიდი ხანია, საკონსულტაციო რეჟიმში ვიმყოფებით და ყველა რეგულაცია მათთან გავლილია“, – განაცხადა ჩიქოვანმა.