შემთხვევების 99%-ში ცნობილია დაინფიცირების წყარო და გავრცელების ჯაჭვი - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქვეყანაში დადასტურებული 157 შემთხვევიდან ეპიდემიოლოგებისთვის შემთხვევების 99%-ში ცნობილია ინფიცირების წყარო და გავრცელების ჯაჭვი.

„იმ 157 შემთხვევაში, რომელიც დღეს ქვეყანაში არის, 99% ამ შემთხვევების წარმომავლობა და ჯაჭვი გავრცელებისა ცნობილია. ჩვენ ვსაუბრობდით 2-3 შემთხვევაზე, შემდეგ იმ ერთზეც გავედით, მაგრამ არ დავაკონკრეტებ, იმიტომ, რომ პერსონალური ინფორმაციაა.

უმეტეს შემთხვევაში ჩვენ გასული ვართ პირველ წყაროზე, არის რამდენიმე შემთხვევა, სადაც უფრო მოზრდილი კლასტერებია და მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა, რომ პირველ წყაროზე გავიდეთ, თუმცა ქვეყანაში რამდენჯერმე ეს უკვე დაფიქსირდა – შიდა გავრცელება, ანუ დაუდგენელი წყაროს მიერ გავრცელების შემთხვევები გვაქვს“, – განმარტავს გამყრელიძე.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების სურათი ამ დროისთვის ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა –156;
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 28;
  • კარანტინის რეჟიმში – 5526;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 344;
  • გარდაიცვალა 1 პაციენტი.