შემთხვევების რაოდენობა უფრო მეტია, 4 000 ეს არის, რაც ვლინდება - გამყრელიძე დღიურ მაჩვენებელზე

პუბლიკა

პირდაპირ გეტყვით, ჩვენ 4 000-ზე მეტი შემთხვევა გვაქვს. 4 000 ეს არის, რაც ვლინდება და დიაგნოსტირდება, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, რომელმაც განმარტა, რომ ეს health metrics-ის კვლევებით დასტურდება.

„4 000 არის ადამიანი, ვისაც სიმპტომები აწუხებს, მიდის გასატესტად და ა.შ. დანარჩენი არის უსიმპტომო ან მსუბუქი სიმპტომებით, გადააქვთ სახლში და მათი დაიგნოსტირება არ ხდება…

მე ერთხელ ავხსენი, რას ნიშნავს დადასტურებული. ჩვენ რომ ვამბობთ, დღეს დილისთვის 59 მლნ ადამიანია მსოფლიოში ინფიცირებული, ეს 59 კი არა, 3-ჯერ მეტია. 59 არის, ვინც ლაბორატორიულად დადასტურდა.

ჩვენ რა შემთხვევებიც დღეს გვაქვს, ეს ლაბორატორიულად დადასტურდა. შეფასებითი მაჩვენებელი, ასე ვთქვათ, გაცილებით დიდია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი განმარტებით, ზაფხულის შემდეგ ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა:

  1. ზაფხულში მობილობის გაზრდამ, განსაკუთრებით, აჭარაში; წესების და რეგულაციების არდაცვამ და არგაკონტროლებამ;
  2. სექტემბრიდან მობილობამ, რაც დაკავშირებული იყო წინასაარჩევნო კამპანიასთან და კამპანიის დროს რეგულაციის ნაკლებად დაცვამ (ნიღბის ტარება, დისტანცია და ა.შ.);
  3. არჩევნების დღემ;
  4. დიდმა შეკრებებმა (ქორწილი, ქელეხი…);
  5. საპროტესტო გამოსვლებმა.