შემთხვევების ზრდა პანიკის საფუძველი არ უნდა გახდეს - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ შემთხვევების მატება პანიკის საფუძველი არ უნდა გახდეს. მისი თქმით, ეპიდსიტუაცია ქვეყანაში კონტროლირებადია.

„შემსუბუქების პროცესის მიმდინარეობისას ყველა ქვეყანაში დაფიქსირდა შემთხვევათა რაოდენობის მატება. ალბათ, მოსალოდნელია, რომ ჩვენთანაც იყოს, მაგრამ ეს არავითარი პანიკის საფუძველი არ უნდა გახდეს. თუნდაც დღეს, ახალი შემთხვევების 26 რიცხვით მომატება პანიკის არავითარ საფუძველს არ წარმოადგენს, რადგან ეს შემთხვევები კონტროლქვეშაა.

ვიცით თითოეული კონტაქტი, ვახდენთ თითოეულის სწრაფ იზოლირებას, მკურნალობას და მათი კონტაქტების გამოკვლევას. ქვეყანაში პროცესები მართვადია და ეპიდემიოლოგიური სიტუაცია სრულ კონტროლს ექვემდებარება. ჩვენ სულ ახალ-ახალი ჯგუფების ტესტირებას ვაპირებთ, რათა მაქსიმალურად მოვახდინოთ პრევენცია და დროული იდენტიფიცირება, თუ კორონავირუსზე დადებითი შემთხვევაა“, – ამბობს გამყრელიძე.