შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები პრემიერ-მინისტრს, ჯანდაცვის მინისტრს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელსა და კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს განცხადებით მიმართავენ.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ორგანიზაციები მიმართავენ, გაითვალისწინონ შშმ პირები, როგორც მოწყვლადი ჯგუფი და უმოკლეს ვადაში შემუშავდეს მათთვის დახმარების სამოქმედო გეგმა, რათა თავიდან იქნას აცილებული მოსალოდნელი სირთულეები და კრიზისი.
განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია მძიმე სოციალურ ფონზე, რაც შშმ პირთა ოჯახებს დაუდგა შექმნილი კრიზისული მდგომარეობის გამო და ხელმომწერი ორგანიზაციები მოითხოვენ აღნიშნული ოჯახების დახმარების საკითხი პრიორიტეტების ნუსხაში შეიყვანონ.
„გასათვალისწინებელია, რომ არსებულმა ვითარებამ საფრთხე არ უნდა შეუქმნას შშმ პირებისთვის აუცილებელი სერვისების მიწოდებას, როგორიცაა: რეაბილიტაცია-აბილიტაციის, დამხმარე საშუალებებით, ქრონიკული დაავადებების (მათ შორის, ფსიქიკური ჯანმრთელობის) სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფა, განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლით უზრუნველყოფა და სხვა. მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ აქტიური ნაბიჯები გადადგას მათი მხარდაჭერისთვის ამ პროცესში. მათ შორის, დროულად შემუშავდეს და დაინერგოს აღნიშნული სერვისების მიღების ალტერნატიული მეთოდები. ამავე დროს, აუცილებელია, პანდემიასთან ბრძოლის შესაბამის გეგმებში სათანადოდ იყოს გათვალისწინებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებები, რაც მოიცავს საკარანტინე ზონებისა და საჭირო სამედიცინო სერვისების მისაწვდომობის უზრუნველყოფას. სამკურნალო დაწესებულებებმა უზრუნველყონ სერთიფიცირებული ჟესტური ენის თარჯიმანთა მომსახურეობა.
ჩვენი ორგანიზაციები და დამოუკიდებელი აქტივისტები მთელი ქვეყნის მასშტაბით 24 საათიან რეჟიმში განვიხილავთ შშმ პირთა წინაშე არსებულ გადაუდებელ საკითხებს, მუდმივად ვმართავთ „ონლაინ“ შეხვედრებს, ვახდენთ საკუთარი რესურსებისა და კომპეტენციის მობილიზებას და ვეძებთ კრიზისიდან ნაკლები ზიანით გამოსვლის გზებს. პრობლემათა მსხვილი ჯაჭვისა და გამოწვევათა სიმრავლის გამო, ჩვენი სამუშაო გადავიდა თემატურ ჯგუფებში, რაც ყველა საკითხის სიღრმისეულ დამუშავებაში დაგვეხმარება“,- ნათქვამია განცხადებაში.
ხელმომწერი ორგანიზაციები მოითხოვენ, დღის წესრიგში დააყენონ შშმ პირთა უფლებრივი საკითხები და ისინი მზად არიან თანამშრომლობისთვის.
ხელმომწერები:
- „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი„
- პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის – PHR
- შშმ პირთა და მშობელთა კოალიცია „მოძრაობა ცვლილებებისთვის“
- „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის»
- საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია
- მშობელთა საინფორმაციო ცენტრი – PIC
- ა(ა)იპ – ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება
- ასოციაცია „ანიკა“
- საქართველოს ყრუთა კავშირი
- სტუდია ეიდისი
- ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (emc)
- მთავარანგელოზ გაბრიელის და პეტრე მოციქულის სახელობის ფონდი
- „სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაცია“
- ფონდი „აურეს“
- გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში
- „სიღნაღის რეგიონის სოციალურად უმწეოთა თერაპიის კავშირი თემი ქედელი“
- ა(ა)იპ „მზის შვილები“
- საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაცია
- საქართველოს პორტიჯის ასოციაცია
- საქართველოს აუტიზმის ასოციაცია, აუტიზმის კვლევის და ხელშეწყობის ფონდი
- შშმ ქალთა ორგანიზაცია პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის
- “მშობელთა მხარდამჭერი ცენტრი”
- “სიღნაღის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მშობელთა კავშირი”
- ა(ა) იპ მოვუსმინოთ სამყაროს
- ახალგაზრდული ორგანიზაცია ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის
- შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე აქტივისტი ანნა ნაზღაიძე
- გურჯაანის შშმ პირთა მშობელთა ასოციაცია
- “ახალგაზრდული ორგანიზაცია ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის”
- დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების მშობელთა კავშირი „ჩვენი შვილები“ (ოზურგეთი)
- კავშირი „თანამშრომლობა თანაბარი უფლებებისათვის (PER)
- კავშირი „ქალი და რეალობა“
- ბავშვთა ასაკის შეზღუდულ შესაძლებლობათა საქართველოს აკადემია
- ხელვაჩაურის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობელთა კლუბი
- შეზღუდული შესაძებლობის პირთა დღის ცენტრი “ათინათი” (თეთრიწყარო)
- ერთად რეალური ცვლილებებისთვის
- ა(ა)იპ „მშობელთა ხიდი“
- „საქართველოს ბავშვები“
- შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე აქტივისტი – დარინა დუმბაძე
- შშმ პირთა უფლებადამცველი აქტივისტი და თემის წევრი – ესმა გუმბერიძე
- შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე აქტივისტი – ანნა ნაზღაიძე
- შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე დამოუკიდებელი აქტივისტი – ნათია გოგოლაშვილი
- შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე აქტივისტი – დიანა ჯანაშია
- ა(ა)იპ „მშობლების თანადგომა“
- შშმ ბავშვთა მშობელთა კავშირი „ლამპარი“
- “მშობელთა თანადგომის და გაძლიერების ცენტრი”