დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, „ჯანმრთლეობის გაზომვის ინსტიტუტმა“ შეზღუდვების ის კომპლექსი, რომელიც დღეს ქვეყანასი მუშაობს, „კარგად“ შეაფასა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, „კარგად“ შეგვიფასა „ჯანმრთლეობის გაზომვის ინსტიტუტმა“ შეზღუდვების ის კომპლექსი, რომელიც დღეს ქვეყანასი მუშაობს, ანუ ჩვენ 6 ბალიდან, ეს არის უმაღლესი, როცა ძალიან მკაცრი შეზღუდვებია. დღეს დაახლოებით 5-ბალიან სისტემას ვაკმაყოფილებთ, ერთდროულად გვაქვს დაახლოებით 16-დან 20-მდე სხვადასხვა შემზღუდველი ღონისძიბა და სწორედ ერთიანად ამ შემზღუდველმა ღონისძიებებმა, რომლებიც 28 ნოემბერს შევიდა ძალაში, ტესტირებაზე მეტმა ხელმისაწვდომობამ მიგვიყვანა იქამდე, რომ უფრო მალე ვავლენთ ინფიცირებულებს და შემთხვევების რაოდენობა იკლებს“, – განაცხადა გამყრელიძემ.
გამყრელიძის განცხადებით ეპიდსიტუაცია მიდის სტაბილიზაციისკენ.
„ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტი რეგულარულად აკეთებს ევროპის ქვეყნების განახლებას. ბოლო გაანხლება იყო 15 იანვრის, სადაც მათ აღნიშნეს დადებითი ტენდენციები. სასიამოვნოა, რომ ჩვენთან ნიღბის ტარების მაჩვენებელი 75%-ზეა ასული და თუ ჩვენ 95%-ზე ავალთ, გვეუბნებიან, რომ მაისისთვის სიკვდილიანობა უკვე ერთეული გექნებათ და ყოველდღიურ შემთხვევებში 10-დან 77-ის ფარგლებში ჩამოხვალთ. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ რეგულაციების დაცვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით ნიღბის ტარებას. ასევე გამოვლენა, თუ ნოემბერ-დეკემბერში გვქონდა, რომ ერთს ვავლენდით და 2.5-3-ს ვერ ვავლენდით, ეს ჩამოსულია ქვემოთ და ყველა ერთ გამოვლენილზე უკვე 1-1.5 არ ვლინდება“,- განაცხადა გამყრელიძემ.