შესაძლოა, ევროკავშირში პუტინის სანქცირების ზომებიც განიხილონ - Bloomberg

პუბლიკა

გამოცემა Bloomberg დიპლომატებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ევროკავშირში რუსეთის მიმართ სანქციების გამკაცრება განიხილება და, შესაძლოა, განიხილონ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პერსონალური სანქცირების ზომებიც.

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა დღეს განაცხადა, რომ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შესახებ დიდი შვიდეულის, ნატოსა და ევროკავშირის ფარგლებში დღეს კონსულტაციებს გაივლიან.

დღეს, 24 თებერვალს,  დილით, რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ვლადიმერ პუტინმა ოფიციალურად გამოაცხადა სამხედრო ოპერაციის დაწყება. იბომბება უკრაინული ქალაქები. უკრაინას უტევენ სახმელეთო ჯარებიც.