შესაძლოა, თავად რუსეთმა გამოიყენოს ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღი - საკი რუსეთი ბრალდებებზე

პუბლიკა

თეთრი სახლის პრესმდივანი, ჯენ საკი ეხმაურება რუსეთის განცხადებებს უკრაინაში „ამერიკული ბიოლოგიური იარაღის ლაბორატორიებისა და ქიმიური იარაღის შექმნის“ შესახებ. იგი სიცრუეს უწოდებს რუსეთის განცხადებას და აღნიშნავს, რომ შესაძლოა, უკრაინაში თავად რუსეთმა გამოიყენოს ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღი.

„მას შემდეგ, რაც რუსეთმა ეს ტყუილი გაავრცელა, ჩინეთმაც მხარი აუბა ამ პროპაგანდას, ყველანი ყურადღებით უნდა  ვიყოთ რუსეთთან, რადგან შესაძლოა, მან ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღი გამოიყენოს, ან ყალბი დროშით ჩაატაროს ეს ოპერაცია“, – აცხადებს ჯენ საკი.

საკი აღნიშნავს, რომ რუსეთი ამ გზით ცდილობს, გაამართლოს თავისი წინასწარგანზრახული, არაპროვოცირებული და გაუმართლებელი თავდასხმა უკრაინაზე.