“გიგი უგულავა, “ევროპული საქართველოს” ლიდერი, დღეს დააკავეს და მიუსაჯეს 38 თვე ძველი დანაშაულისთვის, რომლისთვისაც მას უკვე მოხდილი აქვს სასჯელი. იმის თქმა, რომ ეს მხოლოდ შემაშფოთებელია, რბილი შეფასება იქნება. სასამართლოს გამოყენება იარაღად არ არის დემოკრატია”. – ამბობს რესპუბლიკელი კონგრესმენი, საქართველოს მხარდამჭერი ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კიზინგერი.
ეს განცხადება მან რამდენიმე წუთის წინ ტვიტერზე დაწერა.
Gigi Ugulava, leader of European Georgia, was arrested today and sentenced to 38 months in prison for an old crime he’s already served time over. To say this is disturbing would be an understatement. Using courts as a weapon is NOT democracy.
— Adam Kinzinger (@RepKinzinger) February 10, 2020
დღეს, 18:00 საათზე უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავას საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. სასამართლომ უგულავას დამატებით 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.