შეშფოთებული ვართ იმ ინფორმაციით, რომელიც სააკაშვილს ჯანმრთელობაზე ვრცელდება - ჰარცელი

პუბლიკა

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ შეშფოთებულია იმ ინფორმაციით, რაც სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ვრცელდება.

მისი თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებელია სახელმწიფო და მისი დაცვა არა პოლიტიკური არჩევანი, არამედ ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა.

„უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნო, რომ მე არ მაქვს პირველწყაროდან ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ასევე არ ვარ ექიმი, რომ სწორად განვსაჯო, მაგრამ შეშფოთებული ვარ ინფორმაციით, რომელსაც ავრცელებენ, მათ შორის, სამედიცინო ექსპერტები.

ჩემთვის და ვეროკავშირისთვის მთავარია, რომ სააკაშვილის ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს და ეს არის არა პოლიტიკური არჩევანი, არამედ ადამიანის ფუნდამენტური უფლება“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.