კრისტიან დანიელსონის მონაწილეობით ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის მიმდინარე შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ დანიელსონმა აღნიშნა, რომ მან ყველა პრობლემურ საკითხზე გადაწყვეტის გზა შესთავაზა მხარეებს, თუმცა სამწუხაროდ არცერთმა პარტიამ არ მოაწერა ხელი მის შეთავაზებულ დოკუმენტს.
„დღეს მე დავასრულე მეორე მედიაციის მისია საქართველოში. თუ შეიძლება მე ვიქნები მკაფიო – არსებობს გადაწყვეტა ამ კრიზისის. ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც მოიცავს საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმებს. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მოიცავს ძალაუფლების გადანაწილებას პარლამენტში.
მე წარმოვადგინე წინადადება ასეთი გადაწყვეტილების შესახებ და ეს ახლა იქნება საჯარო დოკუმენტი;
ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყნის ინტერესებს პირველ რიგში აყენებს.
სამწუხაროა, რომ არცერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება არ მიიღო.“ – განაცხადა კრისტიან დანიელსონმა.
დანიელსონის თქმით, დღეს არ ყოფილა მზაობა იმისა, რომ კომპრომისი მიღწეულიყო.
„სამწუხარდ, მაგიდასთან დღეს არ ყოფილა მზაობა, რომ მიღწეულიყო კომპრომისი. მე ახლა მოვახსენებ პრეზიდენტ მიშელს, თუ რა ხდებოდა ამ კვირის განმავლობაში და იგი გადაწყვეტს, თუ რა იქნება შემდეგ ნაბიჯები და როდის იქნება ისინი გადადგმული“, – განაცხადა დანიელსონმა.