შეთანხმებას სჭირდება ორივე მხარე, მაგრამ "ოცნება" შეხვედრაზე არ გამოცხადდა | ვაშაძე

პუბლიკა

პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, ოპოზიციასთან შეხვედრაზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არ მისულან და შესაბამისად უცნობია მათი პოზიცია დოკუმენტზე, რომელიც მედიატორებმა შესთავაზეს მხარეებს.

ვაშაძის თქმით, დოკუმენტში საუბარია პოლიტპატიმრებზე და ვადამდელ არჩევნებამდე მისასვლელ გზაზეც.

“დღეს რომ შევედი დავარქვი შეთანხმების დღე, მაგრამ შეთანხმებას სჭირდება ორივე მხარე, მაგრამ “ქართული ოცნება” შეხვედრაზე არ გამოცხადდა და სმს-ით შეატყობინეს მასპინძლებს.“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისი თქმით, დოკუმენტში, რომელიც მედიატორებმა მოამზადეს საბოლოო და მისაღები უნდა იყოს ორივე მხარისთვის.

„ხელში მაქვს დოკუმენტი, რომელიც გამოქვეყნდება. ეს საბოლოო დოკუმენტია, რომელშიც შეიძლება ტექნიკური ცვლილებები შევიდეს. ეს არის ის შინაარსი რომელიც მისაღები უნდა იყოს ორივე მხარისთვის. პირველ პუნქტში პირდაპირ მითითებულია ორივე პოლიტპატიმრის საკითხი, რომელიც უნდა გადაწყდეს უმოკლეს ვადაში. რურუას შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს ამნისტიის კანონი, ან პრეზიდენტის შეწყალება. ეს მკაფიო პოზიცია გამოხატულია დოკუმენტში. რიგგარეშე არჩევნებამდე მისასვლელ გზას რაც შეეხება აქ მითითებული 43%-ის აუცილებლობის აღება ოცნების მხრიდან. ვფიქრობ რომ ეს ის რაციონალური, კომპრომისული ვარიანტია, რომელიც შემოგვთავაზეს მედიატორებმა.”- განაცხადა ვაშაძემ.