შეუძლია, თავისი ცალკე გზა აირჩიოს - ჩიხლაძე ელისაშვილზე

პუბლიკა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის პოლიტიკური აქტივობა მათთვის საინტერესო აღარ არის. ჩიხლაძის თქმით, როგორც ჩანს, ელისაშვილი არ იზიარებს იმ პრინციპებს, რომლის გარშემოც ოპოზიციური პარტიები არიან გაერთიანებული.

„პირველ რიგში, გუშინ განვაცხადეთ, რომ ელისაშვილზე და მის პარტიაზე აღარ ვაკეთებთ კომენტარს. ეს ადამიანი ჩვენთვის საინტერესო აღარ არის არც პიროვნულად და არც მისი პოლიტიკური აქტივობაა საინტერესო. როგორც ჩანს, ის არ იზიარებს იმ პრინციპებს, რომლის გარშემოც ოპოზიციური პარტიები გაერთიანებული ვართ. მას შეუძლია, თავისი ცალკე გზა აირჩიოს. თუ ადამიანი არცერთ პრინციპს არ იზიარებს, შესაბამისად, ვერც იქნება ამ ოპოზიციის წევრი“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ჩიხლაძის შეფასებით, „უღირსი ადამიანები აკეთებს უღირს პოლიტიკას, მდაბიო – მდაბიო პოლიტიკას“.

„ჩვენ გვინდა, რომ ეს გავაკეთილშობილოთ და რა თქმა უნდა, უღირსი ადამიანების ადგილი არც პოლიტიკაში და არც საჯარო სივრცეში არაა“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.


გუშინ, 19 იანვარს „ღამის კურიერში” ერთმანეთს „მოქალაქეების” ლიდერის ალეკო ელისაშვილი და „ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე სიტყვიერად დაუპირისპირდნენ და ერთმანეთისკენ ფიზიკურადაც გაიწიეს.