იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ქუთაისში ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით საზოგადოებას მიმართავს.
მისი თქმით, შეურაცხყოფა და აგრესია, რიგ შემთხვევაში საპასუხო ქმედებას იწვევს და ამიტომ ყველას მოუწოდებს, თავი შეიკავონ ძალადობის პროვოცირებისგან.
„საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია და კანონის ფარგლებში ყველას შეუძლია პოზიციის გამოხატვა. შეურაცხყოფა და აგრესია, რიგ შემთხვევაში საპასუხო ქმედებას იწვევს, ამიტომ ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ ძალადობის პროვოცირებისა და ძალადობისგან. ყოველგვარი დაპირისპირება, ძალადობა და ძალადობის პროვოცირება ჩვენთვის მიუღებელია. კანონის ფარგლებში მოქმედება ყველა მოქალაქის ვალდებულებაა და ამ ჩარჩოებიდან გასვლას, ბუნებრივია, მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება. ჩვენი ქალაქი და მუნიციპალიტეტი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას და იმედი მაქვს, დაგეგმილი აქცია ყოველდღიურ საქმიანობას არ შეაფერხებს“, – ნათქვამია შალამბერიძის განცხადებაში.
14.00 საათზე ქუთაისში, კიკვიძის სკვერთან ოპოზიციის ლიდერები და მხარდამჭერები შეიკრიბებიან და საპროტესტო მსვლელობით გაემართებიან სამხარეო ადმინისტრაციის შენობისკენ.