შეურიგებლობის მანიფესტი | სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების პროტესტი

პუბლიკა

სხვადსახვა სფეროსა და პროფესიის წარმომადგენლებმა დღეს ხელი მოაწერეს „შეურიგებლობის მანიფესტს“ და ამ ფორმით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები გააპროტესტებს.

„მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა მოსახლეობას ხელიდან გამოგლიჯა არჩევანის ფუნდამენტური, კონსტიტუციური უფლება. ნათელია, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში დარჩენას განუსაზღვრელი ვადით აპირებს და ამისთვის უკან არაფერზე დაიხევს.

უკან დახევას არ ვაპირებთ არც ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები. ჩვენ არ შევურიგდებით თავსმოხვეულ რეალობას და გამოვიყენებთ კონსტიტუციით მონიჭებულ ყველა კანონიერ საშუალებას, რათა საზოგადოებრივი ზეწოლით ხელისუფლება ვაიძულოთ, ჩაატაროს ხელახალი, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები. ძალას არ დავიშურებთ, რომ მივიდეთ თითოეულ მოქალაქესთან, რათა მივაწვდინოთ საპროტესტო ხმა და ამ პროცესის თანაზიარი გავხადოთ.

მოვუწოდებთ თითოეულ თანამოქალაქეს, შემოუერთდეს ჩვენს სამართლიან ბრძოლას და დადგეს ისტორიის სწორ მხარეს, “- ნათქვამია მანიფესტში.

ხელმომწერები მოუწოდებენ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საქართველოს პარტნიორებს, დაიკავონ მკაფიო, ერთმნიშვნელოვანი პოზიცია საქართველოს დემოკრატიული განვითარების დასაცავად.

მანიფესტს ხელს აწერენ: ვაჟა გაფრინდაშვილი, აჩიკო გულედანი, ბექა გოჩიაშვილი, ტორესა მოსი, ბექა მინდიაშვილი, ფადი ასლი, ბუკა პეტრიაშვილი, გიორგი ქადაგიძე, დათო კოვზირიძე, ლევან ბუთხუზი, ნინო დარასელი, ეთო ბუზიაშვილი, ვანო მაჭავარიანი, ვახო ბაბუნაშვილი, ზაალ ანდრონიკაშვილი, ზაზა აბაშიძე, ზვიად ციკოლია, იაგო კაჭკაჭიშვილი, ირაკლი საღინაძე, ირაკლი ტაბლიაშვილი, ლაშა ბუღაძე, პაატა შამუგია, რატი ამაღლობელი,  შოთა დიღმელაშვილი და სხვები.