შევთანხმდით ჩამონათვალზე - არის 6 საკითხი, რომელიც უნდა გადაწყდეს - ბაქრაძე შეხვედრის შემდეგ

პუბლიკა

„ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის დავით ბაქარაძის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიატორობით გამართულ შეხვედრაზე ხელისუფლებასთან შეთანხმდნენ განსახილველი საკითხების ჩარჩოზე. მისი თქმით, დღის წესრიგში არის 6 საკითხი, მათ შორისაა პოლიტპატიმრებისა და რიგგარეშე არჩევნების თემა.

„შევთანხმდით განსახილველი საკითხების ჩარჩოზე. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხებში არის ისეთი თემები, რომელიც გახლავთ პატიმრების საკითხი, და რიგგარეშე საკითხების გამართვის საკითხი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ დღის წესრიგი გახლავთ ყოვლისმომცველი, დღის წესრიგში არის ყველა ის თემა, რაც მართლა მნიშვნელოვანია ქართული პოლიტიკური სისტემისთვის და ოპოზიციისთვის.

მოლოდინი იმისა, რომ ამ შეხვედრაზე რაიმე ან ყველაფერი შეთანხმდებოდა, არ უნდა ყოფილიყო. შეხვედრის ფაქტი იყო მნიშვნელოვანი და ის, რომ ჩარჩო დოკუმენტზე ყველა მხარე – ოპოზიციაც, ხელისუფლებაც და ევროკავშირიც – სამივე შევთანხმდით, რომ არსებობს 6 საკითხის, რომელიც უნდა გადაწყდეს, რომ მოგვარდეს პოლიტიკური კრიზისი.

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ 6 საკითხში შედის პატიმრების საკითხი და რიგგარეშე არჩევნების საკითხიც”, – განაცხადა ბაქრაძემ.