შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ მჭიდრო კომუნიკაციას - დარჩიაშვილი კულებაზე

პუბლიკა

„შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ მჭიდრო კომუნიკაციას. კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ“, – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი NATO-ს მინისტერიალზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან დმიტრო კულებასთან შეხვედრის შესახებ twitter-ზე წერს.

„NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე მქონდა შესაძლებლობა, ხანმოკლე შეხვედრა გამემართა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან. შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ მჭიდრო კომუნიკაციას. კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ“, – წერს დარჩიაშვილი Twitter-ის პირად გვერდზე.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა უკრაინელ კოლეგასთან, დმიტრო კულებასთან.