„შევთანხმდით, რომ ვიმოქმედებთ კოორდინირებულად“ - ზალკალიანი მოლდოველ კოლეგას ესაუბრა

პუბლიკა

საქართველოს ვიცე -პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა მოლდოველ კოლეგა ნიკუ პოპესკუსთან. ამის შესახებ დავით ზალკალიანი ტვიტერზე წერს.

„მქონდა სატელეფონო საუბარი ჩემს მოლდოველ კოლეგასთან, ნიკუ პოპესკუსთან. სიღრმისეულად განვიხილეთ როგორც რეგიონში შექმნილი რთული ვითარება, ისე უკრაინაში მიმდინარე ომი. შევთანხმდით, რომ ვიმოქმედებთ კოორდინირებულად, ჩვენი ქვეყნების ევროპული მისწრაფებების უზრუნველსაყოფად“, – წერს ის.

https://twitter.com/DZalkaliani/status/1498652521635659783