„ყველა გადაწყვეტილებას აქვს თავისი დრო და თავისი ადგილი, მე არ დავზოგავ თავს”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვის გამოსვლისას განაცხადა.
ის სიტყვით გამოსვლისას ასევე შეეხო შეწყალების დისკრეციულ უფლებამოსილებას და აღნიშნა, რომ ის უნდა განხორციელდეს ყოველგვარი ზეწოლის გარეშე.
„როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ჩემი მხრივ და ჩემი კონსტიტუციური ძალაუფლების ფარგლებში ვდგამდი ყველა ნაბიჯსა და ვაყენებდი ინიციატივას…
…მათ შორის, სამი ოპოზიციონერი ფიგურის შეწყალებითა და შეთანხმების მიღწევისთვის პირობების შექმნით. ეს გადაწყვეტილებები პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოში მძიმე პოლიტიკური ფასი დაჯდა. მაგრამ მე ვიცავ თითოეულ ამ გადაწყვეტილებას, როგორც ვოლტერის სიტყვების დროულ გამოხატვას – „არ ვეთანხმები თქვენს სიტყვებს, მაგრამ სიკვდილამდე ვიბრძოლებ მათ დასაცავად“.
მაგრამ იმ გარკვეული ჩარევების გათვალისწინებით, რასაც მე ვიღებ, მსურს, მკაფიოდ ვთქვა – მაშინ, როცა წარმოვადგენ პატარა ქვეყანას, ვფიქრობ, ამ საკითხში პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება თანაბრად უნდა იყოს დაცული როგორც პატარა, ასევე დიდი ქვეყნისთვის, რადგან შეწყალება არის პრეზიდენტის უფლებამოსილება და უნდა განხორციელდეს ყოველგვარი ზეწოლის გარეშე, იქნება ეს გარედან თუ შიგნიდან. ასევე მინდა მივმართო ზოგიერთს სამთავრობო წრეებიდან, რომ არ არის საჭირო ჩემ მიმართ მუქარის მცდელობა, რადგან მე გავაკეთებ იმას, რაც საჭიროდ მიმაჩნია”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ის აქტიურად ვმუშაობს საქართველოს ევროოინტეგრაციისთვის და „რომ ყველა გადაწყვეტილებას ექნება თავისი დრო და ადგილი. მე თავს არ დავზოგავ, რომ დავრწმუნდეთ, საქართველო დგას იქ, სადაც მისი ადგილია”.