შეწყდეს სააკაშვილის პატიმრობა სამართლიან სასამართლომდე | ევროპელი პოლიტიკოსების წერილი

პუბლიკა

პოლიტიკოსები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან, ყოფილი ელჩები და ანალიტიკოსები ღია წერილს აქვეყნებენ ევროპული საბჭოს, ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტებისადმი და სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ.

წერილის ავტორებს შორის არიან უკრაინისა და ლატვიის ყოფილი პრეზიდენტები, შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ევროპარლამენტარები, ლიეტუვის სეიმის წევრები, ელჩები და ანალიტიკოსები.

წერილში ნათქვამია, რომ საქართველომ ღირსშესანიშნავ პროგრესს მიაღწია ვარდების რევოლუციის შემდგომ და ქვეყანაში დასავლური ტიპის სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პროცესში არაერთი რეფორმა გაატარა. 2012 წელს კი, როცა ხალხმა გადაწყვიტა, რომ ახალი ხელისუფლება აერჩია, სააკაშვილმა და მისმა გუნდმა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩაატარა, აღიარა დამარცხება და ხელისუფლება მშვიდობიანად გადააბარა ახალ მმართველ გუნდს.

ხოლო 1 ოქტომბერს საქართველოში დაბრუნების შემდეგ სააკაშვილი დააპატიმრეს, მართლმსაჯულება კი მიჩნეულია, რომ პოლიტიკურად მოტივირებულია. ამის საილუსტრაციოდ წერილში ნათქვამია, რომ მაშინ როცა სააკაშვილის მიმართ განაჩენი გამოიტანეს, ის თავისუფლად გადაადგილდებოდა არაერთ ქვეყანაში და არავის უფიქრია მისი დაკავება და ქართული მხარისთვის გადაცემა.

სააკაშვილი ერთ-ერთია იმ წინა ხელისუფლების ათობით წარმომადგენელს შორის, რომელთა მიმართაც ახალმა ხელისუფლებამ დევნა დაიწყო.

„ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის დაპატიმრება აღრმავებს პოლიტიკურ კრიზისს, რომელშიც იმყოფება საქართველო ბოლო წლებია, კრიზისს, რომელიც გამოწვეულია უკიდურესი პოლარიზაციით, თავისუფალი მედიის გაკონტროლების მცდელობებით.

ჟურნალისტების, ოპოზიციური პოლიტიკოსების, აქტივისტების და თვით უცხოელი დიპლომატების დაშინებითა და ფარული თვალთვალით, ასევე ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტებისთვის თავისუფალი სივრცისა და რესურსების შეზღუდვით.

ყოველი დღე, როცა საქართველოს მთავრობა აგრძელებს მისი პოლიტიკური კონკურენტებისა და წინამორბედებების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასა და დაპატიმრებას, არის კიდევ ერთი დღე, რომელიც აუარესებს საქართველოში უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაციის ციკლს და შეუძლებელს ხდის პოლიტიკური ძალების გაერთიანებას სტრატეგიული ეროვნული პრიორიტეტების გარშემო.

უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაცია ანგრევს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, რომელიც საქართველოსთვის საუკეთესო დაცვაა იმ საფრთხეებისგან, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას. ჩვენ ვიცით, საით მიდის ეს მოდელი. ახლა დუმილის დრო აღარ არის“, – ნათქვამია პოლიტიკოსებისა და ანალიტიკოსების წერილში.

როგორც წერილის ავტორები მიუთითებენ, იმის გათვალისწინებით, რომ სააკაშვილის საქმეები შეტანილია სტრასბურგის სასამართლოში და ქართული დემოკრატიისთვის საჭიროა ამ კრიზისიდან გამოსვლა, სააკაშვილის პატიმრობა უნდა შეწყდეს სამართლიანი სასამართლოს პირობებში წარმართვამდე. წერილში ნათქვამია, რომ ქართულ სასამართლო სისტემას არ აქვს საზოგადოებრივი ნდობა და დაძაბულობის განსამუხტავად მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა ამ საქმეებისადმი.

„საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულების ხანა საბოლოოდ უნდა დასრულდეს. ეს მკაფიოდ იყო ნათქვამი ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მედიაციით მიღწეულ 19 აპრილის შეთანხმებაში, რომელიც მოგვიანებით „ქართულმა ოცნებამ“ უარყო.

პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს, რათა გზა გაუხსნას სტაბილურობისკენ მიმართულ ეროვნულ შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში კრიზისის დასრულებას და იმ კურსის აღდგენას, რომელიც ქართველ ხალხს სურს თავისი ერის მომავლისთვის“, – ნათქვამია წერილში, რომელსაც 70-ზე მეტი პოლიტიკოსი, ყოფილი ელჩი და ანალიტიკოსი აწერს.

წერილის ხელმომწერებს შორის არიან:

  1. ვალდის ზატლერსი, ლატვიის ყოფილი პრეზიდენტი
  2. ვიქტორ იუშენკო, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი
  3. კარლ ბილდტი, შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი
  4. ანა ფოტიგა, ევროპარლამენტარი
  5. იაჩეკ სარიუშ-ვოლსკი, ევროპარლამენტარი
  6. ანტონ ლეგუტკო რიშარდი, ევროპარლამენტარი
  7. რაფაელ ფიტო, ევროპარლამენტარი
  8. ელჟბიეტა რაფალსკა, ევროპარლამენტარი
  9. კარლო ფიდანზა, ევროპარლამენტარი
  10. ვიტოლდ იან ვაშიკოვსკი, ევროპარლამენტარი
  11. ლადისლავ ილჩიჩი, ევროპარლამენტარი
  12. ელჟბიეტა კრუკი, ევროპარლამენტარი
  13. დასე მელბარდე, ევროპარლამენტარი
  14. რობერტს ზილე, ევროპარლამენტარი
  15. ბეატა მაზურეკი, ევროპარლამენტარი
  16. ჩარლი ვეიმერსი, ევროპარლამენტარი
  17. სერხიო ბერლატო, ევროპარლამენტარი
  18. ადამ ბიელანი, ევროპარლამენტარი
  19. ბოგდან რჟონცა, ევროპარლამენტარი
  20. რაფაელ სტანცანელი, ევეროპარლამენტარი
  21. დომინიკ ტარჩინსკი, ევროპარლამენტარი
  22. ჰერმან ტერში, ევროპარლამენტარი
  23. ვერონიკა ვრეციონოვა, ევროპარლამენტარი
  24. ანა ზალევსკა, ევროპარლამენტარი
  25. კოსმა ზლოტოვსკი, ევროპარლამენტარი
  26. პატრიკ ტომაშ ჟაკი, ევროპარლამენტარი
  27. ზბიგნევ კუზმიუკი, ევროპარლამენტარი
  28. რასა იუკნევიჩიენე, ევროპარლამენტარი
  29. რაფაელ გლუკსმანი, ევროპარლამენტარი
  30. რაიმუნდას ლოპატა, ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის წევრი, საქართველოსთან საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების ჯგუფის ხელმძღვანელი
  31. იონას იარუტისი, ლიეტუვის სეიმის სპიკერის მოადგილე
  32. ჟიგიმანტას პავილიონისი, ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე
  33. ლაურინას კასჩიუნასი, ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  34. ლაიმა ანდრიკიენე, ლიეტუვის სეიმის ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
  35. არმინას ლაიდეკა, ლიეტუვის სეიმის ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
  36. ალგირდას ბუტკევიჩიუსი, ლიეტუვის სეიმის ბიუჯეტისა და ფინანსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
  37. ვალენტინას ბუკაუსკასი, ლიეტუვის სეიმის სახელმწიფო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
  38. ლუკას სავიცკასი, ლიეტუვის სეიმის წევრი
  39. რომაულდას ვაიტკუსი, ლიეტუვის სეიმის წევრი
  40. ანდრიუს ვუსნიაუსკასი, ლიეტუვის სეიმის წევრი
  41. რიმანტე სალასევიჩუტა, ლიეტუვის სეიმის წევრი
  42. ლაიმა ნაგინი, ლიეტუვის სეიმის წევრი
  43. ალგრიდას სისასი, ლიეტუვის სეიმის წევრი
  44. კესტუტის ვილკაუსკასი, ლიეტუვის სეიმის წევრი
  45. ემანუელის ზინგერისი, ლიეტუვის სეიმის წევრი
  46. ალგრიდას სტონკაიტისი, ლიეტუვის სეიმის წევრი
  47. ვალდემარას ვალკიუნასი, ლიეტუვის სეიმის წევრი
  48. ტომას ტომილიანსი, ლიეტუვის სეიმის წევრი
  49. სილვა ლენგვინიენე, ლიეტუვის სეიმის წევრი
  50. რიმა ბასკინე, ლიეტუვის სეიმის წევრი
  51. ლინას იონაუსკასი, ლიეტუვის სეიმის წევრი
  52. ედიტა რუდელინი, ლიეტუვის სეიმის წევრი
  53. ვილია თარგამაძე, ლიეტუვის სეიმის წევრი
  54. კესტუტის, მასიულისი, ლიეტუვის სეიმის წევრი
  55. რიტა ტამასუნიენე, ლიეტუვის სეიმის წევრი
  56. პაულ კუზმიჩიენე, ლიეტუვის სეიმის წევრი
  57. მიხაი კამინსკი, პოლონეთის სენატის ვიცე-სპიკერი.
  58. პაველ ფიშერი, ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის საგარეო საქმეთა, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  59. ეერიკ კროსი, ესტონეთის პარლამენტის წევრი
  60. ვიტის იურკონისი, ვილნიუსის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკური მეცნიერების ინსტიტუტის პროფესორი
  61. მარიუს ლაურინავიჩიუსი, ვილნიუსის პოლიტიკური ანალიზის ცენტრის უფროსი მკვლევარი
  62. ბენ ჰოჯესი, ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური, გენერალი
  63. დენიელ ჰამილტონი, დიდი ბრიტანეთის კონსერვატორთა პარტიის წევრი
  64. ველბურგა ჰაბსბურგ დაგლასი, შვედეთის პარლამენტის ყოფილი წევრი
  65. გაბრიელა ფონ ჰაბსბურგი, საქართველოს ყოფილი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში (2009 – 2013)
  66. ვლადიმირ კარა-მურზა, რუსი ოპოზიციონერი და ბორის ნემცოვის ფონდის თავმჯდომარე
  67. ეკა ტყეშელაშვილი, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი
  68. დავით სიხარულიძე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი [2008-2009], პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლი საგარეო პოლიტიკის საკითხებში
  69. ბათუ ქუთელია, საქართველოს ყოფილი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში, 2007-2008 წლებში იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე
  70. ელენე ხოშტარია, პოლიტიკოსი
  71. თორნიკე გორდაძე, პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის პროფესორი
  72. შოთა ღვინერია, საქართველოს ყოფილი ელჩი ნიდერლანდების სამეფოში