შეზღუდული შესაძლებლობის და სპეციალური საჭიროების მქონე პირებთან მომუშავე სპეციალისტები განცხადებას ავრცელებენ

პუბლიკა

შეზღუდული შესაძლებლობის და სპეციალური საჭიროების მქონე პირებთან მომუშავე სპეციალისტები განცხადებას ავრცელებენ და ამბობენ, რომ გუშინ „საქართველოს არალეგიტიმურმა მთავრობამ” ფორმალურადაც მოუჭრა საქართველოს ევროპისკენ მიმავალი გზა.

მათივე შეფასებით, სხვა ბევრ უმნიშვნელოვანეს სავალალო შედეგთან ერთად, ეს გამოიწვევს მათი სფეროს უკუსვლასა და სტაგნაციას.

„შეგახსენებთ, რომ არა დასავლური ინტელექტუალური თუ ფინანსური მხარდაჭერა, დღეს საქართველოში არ გვექნებოდა:

6 წლამდე ასაკის ბავშვთა მენტალური დარღვევების იდენტიფიცირების პროგრამა;

6 წლამდე ასაკის ბავშვთა მენტალური დარღვევების იდენტიფიცირების პროგრამა

  • ადრეული ინტერვენციის პროგრამა
  • ადრეული დენვერის მოდელი
  • ფლორთაიმის მოდელი
  • ABA თერაპიის პროგრამა
  • ადრეული ინკლუზიური განათლება ბაღებში
  • ინკლუზიური განათლება სკოლებში
  • დღის ცენტრების მომსახურება
  • პერსონალური ასისტენტის მომსახურება
  • რეაბილიტაცია-აბილიტაციის პროგრამა
  • ბინაზე მოვლის პროგრამა
  • სათემო საცხოვრებლის პროგრამა
  • საოჯახო ტიპის სახლის პროგრამა უსახლკარო და დედ-მამა გარდაცვლილი შშმ პირებისთვის.
  • შშმ მიტოვებულ ბავშვთა მცირე საოჯახო ტიპის სახლები
  • ზრდასრულთა ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციის პროგრამა
  • ოკუპაციური თერაპია
  • ენისა და მეტყველების თერაპია
  • ფიზიკური თერაპია
  • და მრავალი სხვა.

თითოეულ ამ მიმართულებას სჭირდება მუდმივი განახლება და გაძლიერება, რაც დასავლური დახმარების გარეშე წარმოუდგენელია. იმ ქვეყნებში, საითაც ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ გვექაჩებიან, არ იცავენ ადამიანის უფლებებს, იქ, სადაც არ არის დაცული ადამიანის უფლებები, არასდროს არ არის დაცული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები. ახლა ბრძოლის დროა. გთხოვთ, შემოგვიერთდეთ”, – ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზატორების ცნობით, განცხადებას ამ დროისთვის 170 ორგანიზაცია აწერს ხელს, მათი რაოდენობა იზრდება.