თბილისის მერია იმ შეზღუდვების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებიც COVID-19-ის პრევენციის მიზნით, 22 მაისის შემდეგაც იმოქმედებს:
არ იმუშავებს მუნიციპალური ტრანსპორტი;
ტაქსის მგზავრების რაოდენობა ისევ შეზღუდულია 3 ადამიანამდე;
შეზღუდულია საჰაერო და სახმელეთო მიმოსვლა;
სავაჭრო ცენტრები კვლავ დახურული რჩება;
რესტორნები ადგილზე ვერ მოემსახურებიან სტუმრებს;
სპორტულ-გამაჯანსაღებელი აქტივობები კვლავ დახურული დარჩება.
23 მაისიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობა უქმდება, ასევე უქმდება კომენდანტის საათი და მანქანაში 3-ზე მეტი ადამიანის ყოფნაზე შეზღუდვა რჩება მხოლოდ ტაქსებში.