შეზღუდვები შემსუბუქდება, მაგრამ ცხოვრების წესი ძალიან არ უნდა შევიცვალოთ – ეზუგბაია

პუბლიკა

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, მარინა ეზუგბაია, მოსახლეობას მოუწოდებს, პასუხისმგებლობით მოეკიდონ შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნას და გააგრძელონ იმ უნარ-ჩვევების გამოყენება, რომელიც, უსაფრთხოების თვალსაზრისით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში შეიძინეს.

„მოსახლეობა ისეთივე პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს, როგორც ადრე და შედეგებიც მის გამო უკეთესი დაიდო. მართალია, შეზღუდვები შემსუბუქდება, მაგრამ მოსახლეობამ უნდა გააგრძელოს ამ შეზღუდვების პერიოდში არსებული დაცვის საშუალებების გამოყენება და ცხოვრების წესი ძალიან არ უნდა შევიცვალოთ, არსებული უნარ-ჩვევები, რომლებიც ამ ერთი თვის განმავლობაში, ალბათ, მეტ-ნაკლებად შევიძინეთ, აკრძალვების მოხსნის მიუხედავად, გავაგრძელოთ ამ აკრძალვის წესებში ცხოვრება“, – უთხრა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს.

**********************

შეზღუდვების შემსუბუქებისა და ეკონომიკის გახსნის გეგმის მიხედვით, რომელიც პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, 24 აპრილს წარადგინა, დღეიდან, 11 მაისიდან ქვეყანა მეორე ეტაპზე გადავიდა.

დღეიდან, 11 მაისიდან იხსნება შემდეგი შეზღუდვები:

► სრულად გაიხსნა მიმოსვლა თბილისში და ყველა შეზღუდვა შესვლასა და გასვლაზე უქმდება [ე.წ. კომენდანტის საათი ძალაში რჩება];

► გაიხსნა ყველა სახის წარმოება;

► ყველა სახის საცალო და საბითუმო მაღაზია, რომელსაც შესასვლელი ქუჩიდან აქვს. ეს არ ეხება მოლებს და ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით მოვაჭრე მაღაზიებს;

► ავტოსამრეცხაოები და ავტოსერვისები [სრულად];

►კომპიუტერების, პირადი და საყოფაცხოვრებო საქონლის რემონტი;

► სარეკრეაციო ზონების ფუნქციონირება;