შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1107 ფაქტი გამოვლინდა - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1107 ფაქტი გამოვლინდა.

პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 121 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 986 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.

პირბადის ტარების წესის დარღვევა ისჯება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობით და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმით – 20 ლარის ოდენობით. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა ისჯება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობით და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის ჯარიმდება 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.