დღეს გიორგი გახარიამ სპეციალურ სხდომაზე შეზღუდვების შემსუბუქებისა და ეკონომიკის გახსნის გეგმა წარმოადგინა.
მისი თქმით, ეკონომიკურ საქმიანობაზე შეზღუდვები მოიხსნება ეტაპობრივად;
ეტაპებს შორის შუალედი – საშუალოდ 2 კვირა იქნება;
ყოველ მომდევნო ეტაპზე გადასვლა მოხდება ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე.
ეპიდემილოგიური ვითარების გაუარესების შემთხვევაში, შესაძლებელია გაუქმებული შეზღუდვების ხელახლა ამოქმედება ან მომდევნო ეტაპზე გადასვლის გადავადება.
რომელ ეტაპზე რა გაიხსნება – წარმოდგენილი ვადები სავარაუდოა.
I ეტაპი:
27 აპრილიდან დაიშვება მომსახურება:
1 – მსუბუქი ავტოსანტრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება;
2 – ტაქსებით ოპერირება;
3 – ონლაინ ვაჭრობა სრულად [საბითუმო და საცალო];
4 – მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე;
5 – ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა;
პრემიერის განმარტებით, ეს შეეხება იმ კომპანიებს, რომლებიც სრულად დააკმაყოფილებენ ჯანდაცვის სამსახურების მიერ დადგენილ წესებს ეპიდემიასთან დაკავშირებით.
II ეტაპი:
სავარაუდოდ 11 მაისიდან:
1 – მშენებლობა და სამშენებლო ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობა;
2 – სამშენებლო მასალების წარმოება;
3 – ავტო-სამრეცხაოები და ავტო-სერვისები[სრულად];
4 – კომპიუტერების, პირადი და საყოფაცხოვრებო საქონლის რემონტი;
5 – სარეკრეაციო ზონების ფუნქციონირება;
III ეტაპი:
სავარაუდოდ 25 მაისიდან:
1 – საცალო და საბითუმო მაღაზიები [გარდა მოლებისა], რომლებსაც გააჩნიათ დამოუკიდებელი შესასვლელი ქუჩიდან;
2 – ყველა სახის ღია ბაზრობა;
3 – ყველა ტიპის წარმოება;
4 – საგამომცემლო საქმიანობა;
IV ეტაპი:
სავარაუდოდ 8 ივნისიდან:
1 – სავაჭრო მოლები;
2 – ღია ტიპის რესტორნები/ კვების ობიექტები [ადგილზე მომასხურებით];
3 – ყველა ტიპის საფინანსო მომსახურება;
4 – სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები;
V ეტაპი:
სავარაუდოდ 22 ივნისიდან:
1 – დახურული ტიპის ბაზრები და ბაზრობები;
2 – ყველა ტიპის რესტორნები/კვების ობიექტები [ადგილზე მომსახურებით];
VI ეტაპი:
სავარაუდოდ 6 ივლისიდან:
1 – გასართობი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი, შემოქმედები საქმიანობა;
2 – აზარტული და სხვა მომგებიანი სათამაშო ბიზნესი;
3 – სასტუმროები;
4 – საგანმანათლებლო დაწესებულებები;
5 – ყველა სხვა საქმიანობა [არადისტანციურ რეჟიმში];
პრემიერის თქმით, ეს გრაფიკი ძალაშია იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდა ვითარების გაუარესება.
მისი თქმით, მთელი დროის განმავლობაში შენარჩუნდება წესები, რომელიც გულისხმობს სოციალური დისტანცირების დაცვას და საზოგადოებრივ სივრცეებში პირბადის მოხმარებას. ასევე სხვა წესებს, რომლებსაც შესაბამისი უწყებები კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის გასცემენ.
შეზღუდვები, რომელთა გაუქმების ვადები ჯერ უცნობია