დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით შეზღუდვების შედეგად ეპიდემიოლოგები ინფცირებულთა რაოდენობის ყოველდღიური მაჩვენებლის კლებას არ ელიან.
„ნაკლებს კი არ დაველოდებით, არამედ, მეტს აღარ დაველოდებით. ველით, რომ ეს რიცხვი აღარ გაიზრდება”, – თქვა პაატა იმნაძემ. – „ოღონდ, ეს არ მოხდება დღეს და ხვალ”.
მთავრობა ბიზნესთან ახალ შეზღუდვებზე კონსულტაციებს ჯერ ისევ აგრძელებს, გადაწყვეტილების შესახებ კი საზოგადოებას ხვალ ეცნობება.
ამირან გამყრელიძის თქმით, შეზღუდვებს შორის განიხილება საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვაც დიდ ქალაქებში.