შეზღუდვის საათებში, თბილისის ძირითად ქუჩებზე საახალწლო განათებები გაითიშება - „თბილსერვის ჯგუფი“

პუბლიკა

„ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დღეიდან შეზღუდვის საათებში, დედაქალაქის ძირითად უბნებსა და ქუჩებზე დამონტაჟებული საახალწლო განათებები გამოირთვება. აღნიშნული გადაწყვეტილება რუსთაველის გამზირზე განთავსებულ ქვეყნის მთავარ ნაძვის ხეს არ შეეხება“, – ამის შესახებ განცხადებას „თბილსერვის ჯგუფი“ ავრცელებს.

შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ შესაბამისი სამუშაოები უკვე დაიწყო, მათი თქმით ზოგიერთ ქუჩაზე საახალწლო ილუმინაციები განათების ბოძებზეა დაერთებული და კონსტრუქციების ნაწილი, რომელთაც არ გააჩნიათ დამოუკიდებელი მართვის ფუნქცია,  მათი ჩართვა–გამორთვა მოხდება გარე განათების ჩართვა–გამორთვის დროს. შესაბამისად, მსგავს ქუჩებზე განათებები არ გაითიშება.

ილუმინაციები და საახალწლო კონსტრუქციები ყოველდღე, შებინდებისას ჩაირთვება, ხოლო 21:00 საათის შემდეგ, იქ, სადაც ამის ტექნიკური შესაძლებლობა იქნება, შემდეგი დღის ბოლომდე გაითიშება.