შიდა ქართლში 15 წლის ბავშვმა იმშობიარა - დაწყებულია გამოძიება

პუბლიკა

შიდა ქართლის ერთ-ერთ კლინიკაში 15 წლის ბავშვმა იმშობიარა.

„პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 16 წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან ცხრა წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

შსს ამ ეტაპზე სხვა დეტალებზე არ საუბრობს.