საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დანიშნა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, კობახიძე ახალ რწმუნებულს 20 მარტს შეხვდა და წარმატებები უსურვა. შეხვედრაზე ასევე განიხილეს შიდა ქართლის განვითარების ხელშწყობის მიმართულებით დაგეგმილი პროექტები.
ადმინისტრაციის ცნობით, ხარაბაძე პროფესიით სამართალმცოდნეა. ის 2021 წლიდან დღემდე იკავებდა გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას.
ხარაბაძემ მიხეილ შაყულაშვილი შეცვალა, რომელმაც თანამდებობა 8 მარტს დატოვა.