18 მაისს შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღე აღინიშნება, რასთან დაკავშირებითაც ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი განცხადებას ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ცენტრში 11 218 აივ ინფიცირებული პირია რეგისტრირებული, მათგან 8 409 მამაკაცია და 2 809 ქალი.
მიმდინარე წელს გამოვლინდა აივ ინფექციის 212 ახალი შემთხვევა.
„2025 წლის 18 მაისის მონაცემებით თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 11 218 აივ ინფიცირებული პირი, მათგან 8 409 მამაკაცია და 2 809 ქალი. 2 402 პაციენტი გარდაიცვალა. მიმდინარე წელს გამოვლინდა აივ ინფექციის 212 ახალი შემთხვევა. არვ (ანტირეტროსულ) თერაპიას იტარებს 6900-ზე მეტი პაციენტი.
რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით შემდეგია:
30 % ნარკოტიკების ინექციური მოხმარება;
53 % – დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად;
14 % – მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან;
1.1 % – დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით;
0.4 % – სისხლის გადასხმის შედეგად;
0.9 % – გადაცემის გზა დაუდგენელია.
რეგისტრირებულ შემთხვევათა გეოგრაფიული განაწილების მხრივ – აივ/შიდსის ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში, შემდეგ სამეგრელოში, აჭარასა და იმერეთში“,- ვკითხულობს გავრცელებულ ინფორმაციაში.
განცხადებაში მოქალაქეეს მოუწოდებენ ჩაიტარონ ტესტირება, რომელიც კონფიდენციალური და უფასოა.