„შიმშილის ფორმა, რომლის მიზანიც ქვეყნის უმრავლესობის აზრის დაშანტაჟებაა, მოსაწონი ვერ იქნება“ – წილოსანი

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის წევრმა, ნინო წილოსანმა ელენე ხოშტარიას შიმშილობაზე კომენტარისას აღნიშნა, რომ „შიმშილის ფორმა, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფოს და ქვეყნის უმრავლესობის აზრის დაშანტანჟებას, მოსაწონი ვერ იქნება.“

ელენე ხოშტარიამ გუშინ დაიწყო შიმშილობა, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით.

„სამწუხაროა, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება. შიმშილის ფორმა, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფოსა და ქვეყნის უმრავლესობის აზრის დაშტანჟებას, მოსაწონი ვერ იქნება. რაც შეეხება მონახულებას, დარწმუნებული ვარ, მათივე სურვილით გამოწვეული მაღალი რადიკალიზაციის ხარისხიდან გამომდინარე, თავად არ ისურვებდა ამას. არ ვფიქრობ, რომ ჩემი მისი მონახულებაა მისი შიმშილის ძირითადი დატვირთვა.

ჩემთვის მიუღებელია მოთხოვნა, რომელიც ერთ ან რომელიმე დამნაშავეს, ამ შემთხვევაში კონკრეტულ დამნაშავეს აყენებს რაიმე უპირატეს მდგომარეობაში, ან ეპრინციპება სახელმწიფო ინსტიტუციებს. ვგულისხმობ იმას, რომ მიხეილ სააკაშვილს უტარდება ყველა ის საჭირო დახმარება და სერვისი, რომელიც მას სჭირდება. უბრალოდ, იმიტომ, რომ პრინციპია, იყოს სადღაც გადაყვანილი კერძო კლინიკაში.“ – განაცხადა ნინო წილოსანმა.