„გედევან ფოფხაძემ შიმშილობა დაიწყო”, – ამის შესახებ განცხადება მან დღეს პარლამენტთან გააკეთა.
მისი თქმით, „რეჟიმთან” რაიმე სახის თანამშრომლობა ღალატია ციხეში მყოფი სინდისის პატიმრების და ასევე ქართული საზოგადოების, რომელსაც საქართველოს ევროპული მომავლის სჯერა.
ელენე ხოშტარიამ შიმშილობა გუშინ, 27 ივნისს დაიწყო.
„ვუერთდები ელენე ხოშტარიას აქციას. მეც დღეიდან ვიწყებ შიმშილობას. ვეთანხმები მას, რომ აბსოლუტურად შეუძლებელია, ამ რეჟიმთან რაიმე ფორმის თანამშრომლობა, ვინაიდან ფაქტობრივად შექმნილია უკანონო რეპრესიული სისტემა ადამიანებს დევნის, არის არალეგიტიმური სახელმწიფო სისტემა, რომელიც ერთი ადამიანის კერძო ინტერესს ემსახურება.
ამ ფონზე თუ ამ ყველაფერს ჩვენ არ დავუპირისპირდით ჩვენი თავგანწირვით, პრინციპული პოზიციით და რაიმე ელემენტი დავტოვეთ მათთან შესაძლო თანამშრომლობის, ამით ვღალატობთ იმ ხალხსაც, ვინც ციხეში უკანონოდ ზის და იმ საზოგადოებასაც, ვისაც კიდევ აქვს იმედი საქართველოს დემოკრატიული, სამართლებრივი, ევროპული მომავლის.
მგონია, რომ დღეს ეს არის სწორი ფორმა, დღეს ბრძოლის… შიმშილობით და ბევრი სხვა ფორმით, რა ფომითაც უნდა გაპროტესტდეს ეს რეჟიმი, ჩვენ უნდა ვარგძნობინოთ საზოგადოებას, რომ გვჯერა ჩვენი პოზიციის, მზად ვართ თავი გავწიროთ ამ პოზიციისთვის და გვაქვს ძალიან მყარი პოზიციაა – ან სიკვდილი, ან გამარჯვება. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება რეჟიმის მიმართ. არავის არ მოვუწოდებ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროტესტი ბევრისთვის მიზიდულობის ცენტრი გახდება, სხვანაირად ამ რეჟიმთან ურთიერთობა არ შეიძლება…“,- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
გარდა პოლიტიკოსებისა, შიმშილობას დაიწყეს აქტივისტებმა – ვასილ ელიავამ, გიორგი სტეპანოვმა და ბაჩო კუციამ.