შიმშილობა გიორგი ბარამიძემაც დაიწყო

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბარამიძე შიმშილობას პარტიის ცენტრალურ ოფისში იწყებს. მისი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა.

„ჩემმა მეგობარმა პარლამენტის წევრებმა, (პარლამენტის შენობაში) პრეზიდენტ სააკაშვილის მულტიფუნქციურ კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობა გამოაცხადეს. უკვე მე-12 დღეა ამავე მოთხოვნით, შიმშილობს ელენე ხოშტარია.

ამ მომენტიდან, მეც ასევე, იგივე მოთხოვნით, ვაცხადებ შიმშილობას.
რადგან არ გახლავართ პარლამენტის წევრი, ამის გამო, მათ პარლამენტის შენობაში ვერ შევუერთდები, ამიტომ (მშვიდობიანი და არაძალადობრივი პროტესტის) ამ პროცესს ენმ ცენტრალურ ოფისში განვახორციელებ“, – აცხადებს ბარამიძე.


საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით კირკიტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 9 დეპუტატი შიმშილობას იწყებს. მისივე თქმით, მოშიმშილეთა ერთადერთი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა. ამავე მოთხოვნით მე-12 დღეა შიმშილობს „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია.