შიმშილობის ინსტრუმენტი გადასახედია - გვარამია

პუბლიკა

მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ შიმშილობის ინსტრუმენტი გადასახედია.

„მიხეილ სააკაშვილმა, როგორც ამ სახელმწიფოს დამფუძნებელმა კვლავ უნდა დააფუძნოს ეს სახელმწიფო და გადაარჩინოს რუსეთის მიერ დაპყრობისგან, ეს ჩემი პირადი პოზიციაა, რასაც მიშას ვეტყვი აუცილებლად.

ეს არის ჩემი პოზიცია, შიმშილობა იყო ინსტრუმენტი, როცა ეს ინსტრუმენტი მუშაობს – ის მუშაობს ,ანუ ბრძოლის ეს ფორმა მუშაობს, მაგრამ თუ ბრძოლის ეს ფორმა უკვე მის საწინააღმდეგოდ იმუაშავებს და ქვეყნის, მე ვფიქრობ რომ დროა დავიწყოთ მუშაობა გადახედვაზე ამ ინსტრუმენტისა, ჩანაცვლებაზე ამ ინსტრუმენტისა სხვა ფორმით“,- განაცხადა ნიკა გვარამიამ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრამდე.

ჟურნალისტების კითხვაზე მიიჩნევს თუ არა, რომ სააკაშვილმა შიმშილობა უნდა შეწყვიტოს, გვარამიას დამატებითი განმარტებები არ გაუკეთებია.