„შიმშილობის მართვისთვის ქვეყანაში არ მოიძებნება ისეთი კვალიფიცური დაწესებულება, როგორიც გლდანის კლინიკაა“ - წილოსანი

პუბლიკა

პარლამენტარმა ნინო წილოსანმა ტელეკომპანია „პოსტივის“ ეთერში მიხეილ სააკაშვილის შიმშილობასა და სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მიზანშეწონილობაზე ისაუბრა. მან, ასევე, შეაფასა ომბუდსმენის ეგიდით შექმნილი ექიმთა ჯგუფის დასკვნა და აღნიშნა, რომ ჯგუფის წევრები მიკერძოებულები არიან და დასკვნაში ისინი საუბრობენ, „თეორიულად რა შეიძლება იყოს საჭირო“.

„ომბუდსმენი, რომელიც ახლა ამბობს, რომ, პატიმარ სააკაშვილის უფლება მე-18 დაწესებულებაში ყოფნის გამო ირღვევა, ასევე საინტერესო იქნებოდა მისი მოსაზრება ბოლო წლებში 2000-ზე მეტ მოშიმშილე პატიმარზე. თუ მე-18 დაწესებულებაში მოშიმშილე პატიმრებისთვის მიუღებელი პირობებია, მაშინ სად იყო ომბუდსმენი, როდესაც 2000-ზე მეტი პატიმარი შიმშილობდა?

რაც შეეხება იმ ექიმების ჯგუფს, რომელთა მიკერძოებულობა ნათელია, მათ შემთხვევაშიც კი ისინი ვერ საუბრობენ, რა არ უტარდება და საუბრობენ, თეორიულად რა შეიძლება იყოს საჭირო. ეს დასკვნა პენიტენციური საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის კარგი საშუალებაა პასუხისთვის, რომ ნებისმიერი ასეთი საჭიროების შემთხვევაში სათანადო ზრუნავს გამოიჩენენ.

თუ მოშიმშილე ადამიანის, თვითონ შიმშილისა და პოსტშიმშილის პერიოდის მართვაზეა საუბარი, ქვეყნის მასშტაბით არ მოიძებნება ისეთი კვალიფიციური დაწესებულება, როგორიც მე-18 დაწესებულებაა. მის შემთხვევაში წელიწადში 750-ზე მეტი პატიმრის ფაქტი ყოფილა. ყველა შემთხვევას სათანადოდ მართავდნენ და გართულებები არ ყოფილა. ყველა კითხვას, რაც ისმის, აქვს ფაქტებით გამყარებული პასუხები.“ – განაცხადა ნინო წილოსანმა.

გუშინ ცნობილი გახდა, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სპეციალისტთა ჯგუფის დასკვნა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შეედეგებზე.

დასკვნის მიხედვითპაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარემისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, კერძოდ, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშირის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს.

მიხეილ სააკაშვილი 50-ე დღეა, შიმშილობს. ის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში გეგმავს შიმშილობის შეწყვეტას. მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობენ „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია და პარლამენტის 9 დეპუტატი.