შიმშილობს, რომ სხვისი შიმშილობის გაურკვეველი მიზანი დაკმაყოფილდეს - მაჭარაშვილი ხოშტარიაზე

პუბლიკა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი ელენე ხოშტარიას შიმშილობას გამოეხმაურა.

„არ ვიცი, ამას რა შეიძლება ვუწოდოთ, ანუ შიმშილობს ადამიანი, რომ სხვისი შიმშილობის გაურკვეველი მიზანი დაკმაყოფილდეს.

ახლა შეიძლება სხვა რომელიმე ოპოზიციონერი გამოვიდეს და დაიწყოს შიმშილობა და იტყვის, რომ დაკმაყოფილდეს ელენე ხოშტარიას მოთხოვნა, რომ დაკმაყოფილდეს მერე პატიმარ სააკაშვილის მოთხოვნა. ამდენად არასერიოზულად ქმნიან ამ სიტუაციას“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის შენობაში შიმშილობა „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ გუშინ, 3 ნოემბერს დაიწყო. მისი განცხადებით, შიმშილობას არ შეწყვეტს მანამ, სანამ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ.