შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ, თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა.
„მოკლედ, 15 წლიანი მუშაობის შემდეგ დავტოვე საჯარო სამსახური. ასე და ამგვარად”, – წერია მის სტატუსში.
ნინო ჯავახაძის შესახებ ინფორმაცია აღარ იძებნება შინაგან საქმეთა სამინისტროს საიტ police.ge-ზე მინისტრის მოადგილეებს შორის.
ნინო ჯავახაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობას 2017 წლიდან იკავებდა, მანამდე ის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი იყო.