შინაგან საქმეთა სამინისტრო ტელეკომპანია ,,მთავარი არხის" სიუჟეტს ეხმაურება

პუბლიკა

“ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გასული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თითქოს პარტიული მითითებით წინასაარჩევნოდ საქართველოს რეგიონებში იმყოფებიან არის “ფეიკ ნიუსი” და არ შეესაბამება სიმართლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო არის პოლიტიკურად ნეიტრალური უწყება და მედიასაშუალების მხრიდან მსგავსი ცრუ ინფორმაციის გავრცელება ემსახურება პოლიციის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას”.

ამ განცხადებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ტელეკომპანია “მთავარმა არხის” მტკიცებით, მათ  გამოააშკარავეს სქემა, რომლითაც  ძალოვანი უწყებები არჩევნებზე გავლენის მოხდენას ცდილობენ – “ასზე მეტი ოფიცერი რეგიონებში საგანგებო დავალებით არის მივლენილი. ხელმძღვანელობისგან მათ მიღებული აქვთ დირექტივები, რომ “ოცნებისთვის” უზრუნველყონ ხმების მობილიზება კონკრეტულ უბნებში, საჭიროების შემთხვევაში ზეწოლის და მუქარის გამოყენებით”.  – ამბობენ ტელეკომპანიაში და აუდიო-ჩანაწერებსაც ავრცელებენ, სადაც, მათ თქმით, პოლიციის თანამშრომლები ამას ადასტურებენ.