პატრიარქის მესაყდრემ შიო მუჯირმა საკვირაო წირვის შემდეგ ქადაგებაში კორონავირუსის გავრცელებაზე ისაუბრა და მრევლს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა.
მისი თქმით, ამ მოვლენასაც ისევე როგორც, ყველას აქვს რამდენიმე ასპექტი, რამდენიმე მხარე. ერთი მხარე მატერიალურია და ეს ნიშნავს, რომ მრევლმა უნდა დაიცვას რეკომენდაციები, რომ არ მოხდეს გადადება და ადამიანები ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ.
„ამ მოვლენას აქვს მეორე შრე, უფრო მაღალი სულიერი. რისთვის დაეშვა კაცობრიობაზე ეს განსაცდელი, ეს მწარე წამალი იმისთვის ხდება, რომ ადამიანი გამოსწორდეს თუ რამე ცოდვა აქვს. იგივე ეხება ოჯახს, ერს. ჩვენ ვხედავთ, რომ არათუ მართლმადიდებლები, არამედ არამართლმადიდებლები და პოლიტიკოსებიც არაერთი ქვეყნისა გამოდიან და ამაზე საუბრობენ, სინანულზე საუბრობენ და ფიქრობენ, რა არის მიზეზი ამ დიდი უბედურებისა. ხომ არ შევცოდეთ და საჯაროდ ინანიებენ და ასახელებენ ამ ცოდვებს და ეს არის პირველ რიგში განდგომა უფლისგან და დავიწყება მისი ცნებებისა და მისი ღირებულებებისა. ეს იქნება განათლების სფეროში, სოციალურ სფეროში.”- თქვა შიო მუჯირმა.
დღეის მდგომარეობით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 90 პირია. გამოჯანრთელდა 18 პირი, მათ შორის ორი ბავშვი.