„შმატრიოტები” – საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პარტია „ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე facebook-ზე ეხაურება „პატრიოტთა ალიანსის” ბანერს, რომელიც აჭარაშია გაკრული.
„დაიცავი აჭარა, დაიცავი შენი წილი საქართველო” – წერია აჭარაში პარტიის საარჩევნო ბანერზე.
საკითხს ასევე facebook-ზე გამოეხმაურა უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე. „ეს არის რუსული დაკვეთა საქართველოს წინააღმდეგ!”, – წერს მდინარაძე.
„სამართლიანი არჩევნების” (Isfed) იურისტის ნინო რიჟამაძის შეფასებით, ბათუმი-სარფის გზაზე „პატრიოტთა ალიანსის” საარჩევნო ბანერი შუღლის გაღვივების ნიშნებს შეიცავს და პროვოკაციას ჰგავს.
მისივე თქმით, ორგანიზაცია აპირეს, როცა პროცედურულად ამის შესაძლებლობა იქნება, მიმართოს ცესკოს ბილბორდის უკანონობასთან დაკავშირებით.