რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს თქმით, უკრაინაში მათი „სამხედრო ოპერაცია“ გაგრძელდება, სანამ წინასწარ დასახულ მიზნებს არ მიაღწევენ. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
„ჩვენი შეიარაღებული ძალების შენაერთები განაგრძობენ სამხედრო სპეცოპერაციას, სანამ დასახული მიზნები არ იქნება მიღწეული“, – ციტირებს შოიგუს სიტყვებს გამოცემა TASS.
რუსული გამოცემის მიხედვით, შოიგუმ განაცხადა, რომ რუსეთის მიზანი არაა უკრაინის ოკუპაცია და „ყველა ღონეს ხმარობენ, რომ დაიცვან მშვიდობიანი მოქალაქეების უსაფრთხოება“ და დაადანაშაულა უკრაინელი სამხედროები, რომ მათ ქალაქებში ჰყავთ სამხედრო ტექნიკა, მათ შორის არტილერია.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, მათი მიზანი ისაა, რომ დაიცვან რუსეთის ფედერაცია სამხედრო საფრთხეებისგან, რომელიც დაემუქრათ დასავლეთისგან.