„შოკისმომგვრელია გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ნაკლებობა" - ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი

პუბლიკა

ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი, ჰეიდი ჰაუტალა Twitter-ზე ნამახვანჰესის წინააღმდეგ მიმართულ პროტესტს ეხმაურება:

„მოხარული ვარ ქართველი ხალხის ახლებური ტიპის მობილიზაციით ჩამორჩენილი და დესტრუქციული ეკონომიკური მოდელის წინააღმდეგ. შოკისმომგვრელია გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ნაკლებობა გასაიდუმლოებული კონტრაქტებით”, – წერს ჰეიდი ჰაუტალა.

ნამახვანჰესის წინააღმდეგ მოძრაობის მოთხოვნებია:

  1. გაწყდეს 2019 წლის 25 აპრილის ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;
  2. გაუქმდეს განკარგულება, რომლის საფუძველზეც, კომპანია „ენკას“ საკუთრებაში და ასევე, სარგებლობის უფლებით სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ტერიტორიები გადაეცა;
  3. გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და სხვა მასზე დაფუძნებული ყველა დოკუმენტი;
  4. თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც ხელს აწერენ კონკრეტულ დოკუმენტებს პროექტთან დაკავშირებით;
  5. გამოცხადდეს მორატორიუმი ქვეყანაში დაგეგმილ ენერგოპროექტებზე და დიალოგის პროცესში განისაზღვროს ქვეყნის ენერგოპოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები.