შოლცი გამოდის ინიციატივით, რომ ევროკავშირში მიღებისთვის ყველა წევრის თანხმობა არ იყოს საჭირო

პუბლიკა

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, ევროკავშირში ახალი წევრების მიღებამდე მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებაა საჭირო.

შოლცი ამბობს, რომ ის მხარს უჭერს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას უკრაინისა და მოლდოვისათვის და ამის მიღწევას შეეცდება. „მე ყველა ღონეს ვიხმარ, რომ ევროპული კომისიის შეხვედრაზე ყველა ქვეყანამ განაცხადოს თანხმობა“, – თქვა შოლცმა, თუმცა დასძინა, რომ ევროკავშირმა უნდა შეძლოს ახალი წევრების მიღება, ამისთვის კი რეფორმებია საჭირო.

შოლცის ინიციატივით, საჭიროა ევროკავშირში ახალი წევრების მიღებისთვის ერთსულოვანი თანხმობის ნაცვლად, დაინერგოს კვალიფიციური უმრავლესობის პრინციპი. თუმცა, ამ პრინციპის დასანერგად ჯერ ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნის თანხმობაა საჭირო.