შოლცი გვთავაზობს, გავმიჯნოთ რიგითი რუსები და პუტინი, როცა რუსების 71% მხარს უჭერს ომს - პოდოლიაკი

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილ პოდოლიაკი ეხმაურება გერმანიის კანცლერის განცხადებას იმის თაობაზე, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი „პუტინის ომია“ და ამაზე პასუხისმგებელი მხოლოდ ვლადიმერ პუტინია.

„კანცლერი ოლაფ შოლცი ცდილობს, რომ თავისი მერყეობა გაამართლოს და გვთავაზობს, გავმიჯნოთ რიგითი რუსები და პუტინი (როგორც ომის ავტორი). ევროპაში ეს შეიძლება ცრუ ტენდენციად იქცეს, რადგან რუსების 71% მხარს უჭერს ომს და უკრაინელების მასობრივ მკვლელობებს. იქონიეთ ეს მხედველობაში“, – წერს Twitter-ზე პოდოლიაკი.

Chancellor @OlafScholz trying to justify his indecisiveness offers to divide ordinary Russians & Putin (as the author of the war). In Europe, this may become a false trend. Because officially 71% of Russians support the war & mass killings of Ukrainians. Keep this in mind.

— Михайло Подоляк (@Podolyak_M) March 18, 2022


17 მარტს გერმანიის ელჩმა ოლაფ შოლცმა Twitter-ზე დაწერა, რომ „სრულიად მიუღებელია, როდესაც ევროპაში რუსეთიდან ჩასულ ადამიანებს შეურაცხყოფას აყენებენ ან ფიზიკურად ესხმიან თავს, რადგან ეს პუტინის ომია და მხოლოდ ის არის პასუხისმგებელი ამაზე“, – განაცხადა შოლცი.


„რადიო თავისუფლების“ რუსული სამსახურისთვის მიწოდებული გამოკითხვის შედეგებით, რუსეთის მოსახლეობის თითქმის სამი მეოთხედი უკრაინაში ომს ემხრობა და აქვს დადებითი ემოციები როგორიცაა, სიამაყე, სიხარული, პატივისცემა, ნდობა და იმედი.