გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის თქმით, ევროკავშირში უკრაინის დაჩქარებული წესით გაწევრება არ მოხდება. მისი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ კურსს მიჰყვნენ.
„ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ გავაგრძელოთ იმის განხორციელება, რაც ნამდვილად გადავწყვიტეთ წარსულში“, – განაცხადა შოლცმა ევროკავშირის ლიდერთა სამიტის დაწყებამდე ვერსალში.
მისი აზრით, ასოცირების ხელშეკრულება სწორედ ის დოკუმენტია, რომლის კურსსაც უნდა მიყვნენ და პატივი სცენ ამ დოკუმენტში გაწერილ საკითხებს.
უკრაინის დაჩქარებული წესით გაწევრების შესაძლებლობა უარყო ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემაც. მისი თქმით, მსგავსი პროცედურა უბრალოდ არ არსებობს.