შოლცმა და მაკრონმა პუტინს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდეს

პუბლიკა

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა და საფრანგეთის პრეზიენტმა, ემანუელ მაკრონმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართეს.

გერმანიის, საფრანგეთის და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სუბარი 75 წუთს გაგრძელდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ოლაფ შოლცმა და ემანუელ მაკრონმა ვლადიმერ პუტინს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდეს.

გერმანიის კანცლერმა და მაკრონმა პუტინთან საუბრამდე სატელეფონო საუბარი გამართეს ზელენსკისთან.

ზელენსკის თქმით, მათ განიხილეს უკრაინაში რუსეთის ფედეაციის მიერ ჩადენილი დანაშაულები მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ:

„ასევე ვთხოვე ჩემს პარტნიორებს, რათა დამეხმარონ მელიტოპოლის გატაცებული მერის გათავისუფლებაში. ამასთანავე განვიხლეთ მშვიდობიანი მოლაპარაკებების პერსპექტივები. ჩვენ ერთად უნდა შევაჩეროთ აგრესორი“, – წერს ზელენსკი “ტვიტერზე”.