„შოლცს შეუძლია, გადადგას ძლიერი პოლიტიკური ნაბიჯი, ჩამოვიდეს კიევში 9 მაისს“ - ზელენსკი

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს, რომელიც მან უკრაინაში მიიწვია, შეუძლია, გადადგას პოლიტიკურად ძლიერი ნაბიჯი და კიევში 9 მაისს ჩავიდეს.

„ის მოწვეულია, მოწვევა ღიაა, უკვე გარკვეული პერიოდია. მოწვეულია უკრაინაში, მას შეუძლია, გადადგას ეს ძალიან ძლიერი პოლიტიკური ნაბიჯი, ჩამოვიდეს კიევში 9 მაისს. მნიშვნელობა არ ავხსენი, ვფიქრობ, თქვენ საკმარისად განათლებული ხართ, რომ გაიგოთ, რატომ“, – განაცხადა ზელენსკიმ ბრიტანეთის ანალიტიკურ ცენტრში ვიდეოჩართვის დროს.

9 მაისს მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნება.


გერმანიის პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ოფისის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 5 მაისს შტაინმაიერისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის პრეზიდენტი შტაინმაიერი და კანცლერი ოლაფ შოლცი კიევში მიიწვია.