საქართველოს პრემიერი ირაკლი კობახიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველ დერეკ შოლესთან საუბრის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
კობახიძის თქმით, საუბრისას გამოხატა იმედგაცრუება მისივე შეფასებით, 2020-23 წლების „ორი რევოლუციური მცდელობის გამო, რომელიც ამერიკის ყოფილი ელჩის მხარდაჭერით და გარედან დაფინანსებული ენჯეოების მეშვეობით განხორციელდა”.
„გარდა ამისა, ბატონ შოლეს განვუმარტე, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ გავრცელებული ცრუ განცხადებები გამჭვირვალობის შესახებ კანონთან და აქციებთან დაკავშირებით გვახსენებს ამერიკის ყოფილი ელჩის 2020-23 წლების მსგავს ცრუ განცხადებებს, რომლებიც მაშინაც უცხოური დაფინანსებით მოქმედი სუბიექტების მხრიდან ძალადობის წახალისებას და რევოლუციური პროცესების მხარდაჭერას ემსახურებოდა.
ასევე, ბატონ შოლეს ცხადად ვუთხარი, რომ ამ ფონის გათვალისწინებით საჭიროა განსაკუთრებული ძალისხმევა ურთიერთობების გადატვირთვისთვის, რაც სამართლიანი და გულწრფელი მიდგომის გარეშე შეუძლებელია.
ბატონ შოლესთან არ გამომიხატავს შეშფოთება ნიუ იორკში სტუდენტების პროტესტის ბრუტალური დარბევის გამო”, – წერს ირაკლი კობახიძე.
მანამდე, კობახიძესთან საუბრის შესახებ განცხადება დერეკ შოლემაც გაავრცელა: