„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე პარტია „გირჩის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადების საპასუხოდ განაცხადა, რომ ბოტასებითა და შორტით თუ არ დადის პარლამენტში, არ ნიშნავს, რომ „დრაივი“ არ აქვს.
ზურაბ ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რომ ოპოზიციას „არანაირი დრაივი ან მოტივაცია ახლა არ აქვს”.
„არ ვიცი, რას გულისხმობს ჯაფარიძე. შორტითა და ბოტასებით თუ არ დავდივარ პარლამენტში, არ ნიშნავს, რომ „დრაივი“ არ მაქვს. მატყობთ, რომ „დრაივი“ არ მაქვს?
კიდევ ვადასტურებ ყველა ოპოზიციური ლიდერის მიმართ პატივისცემას, მაგრამ არ ვეთანხმები ბევრ საკითხში, მათ შორის, ვინც პარლამენტიდან გავიდა, ის ხალხი რას აკეთებს იმაზე მეტს გარეთ, ქუჩაში, ვიდრე არის ის პროცესი, რაც დაწყებულია პარლამენტში კომისიებთან დაკავშირებით, რომელიც ბოლომდე უნდა მივიყვანოთ; ასევე საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია. თუ დავინახავ, რომ ამაზე დიდი საქმე კეთდება ქუჩაში, აუცილებლად გამოვალ პარლამენტიდან“, – პაატა განაცხადა მანჯგალაძემ.