„სწრაფი ტესტის მიხედვით, კორონავირუსი დამიდასტურდა. დღეს PCR-ტესტი გავიკეთე და ველოდები საბოლოო პასუხს”, – წერს საფეხბურთო კლუბ „ფახთაკორის“ მთავარი მწვრთნელი, შოთა არველაძე facebook-გვერდზე.
„ამჟამად იზოლაციაში ვარ, რეგულაციების სრული დაცვით.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ასთმა მაქვს, ეს სრული სიცრუეა. ცხოვრებაში არ მქონია ეს დაავადება”, – წერს არველაძე.